Monday, September 28, 2015

დღე მეოთხე


დღევანდელი ტრენინგი ნაყოფიერი იყო, რადგან შევისწავლეთ შეფასების დროში გაწერილ გეგმაზე,განვიხილეთ სხვადასხვა მეთოდი. ასევე ვისაუბრეთ პრეზენტაციის მომზადებაზე


Wednesday, September 23, 2015

დღე მესამე

საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი ტრენინგი. ვისაუბრეთ ბლუმის ტაქსონომიის განახლებულ ვარიანტზე, ასევე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რომლებიც ეხმარება მოსწავლეს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებაში
   შევისწავლეთ  პროექტებში  საგნობრივი სტანდარტების გამოყენება და სესაბამისი აქტივობების შერჩევა  ვფიქრობ შევჩლებთ პროექტების განხორციელებას.

Monday, September 21, 2015

მეორე დღის რეფლექსია:

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით პუბლიკაციას, რომელიც ხსნის პროექტების მნიშვნელობას სასწავლო პროცესში. მაქვს იდეა ვიმუშაო პროექტზე, რომელიც ეხება საკლასო ოთახის რემონტს.
ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ბავშვებს ეცოდინებათ როგორ გაზომონ ოთახის სიგრძე, სიგანე, გამოთვალონ ფართობი,  ისწავლიან განსაზღვრონ რა წონის საღებავი  დასჭირდება სამუშაოს შესრულებას.  ისინი გაიწაფებიან  გამრავლება-გაყოფის ოპერაციების შესრულებაში და უკეთესად აითვისებენ საზომ ერთეულებს.