დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით პუბლიკაციას, რომელიც ხსნის პროექტების მნიშვნელობას სასწავლო პროცესში. მაქვს იდეა ვიმუშაო პროექტზე, რომელიც ეხება საკლასო ოთახის რემონტს.
ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ბავშვებს ეცოდინებათ როგორ გაზომონ ოთახის სიგრძე, სიგანე, გამოთვალონ ფართობი, ისწავლიან განსაზღვრონ რა წონის საღებავი დასჭირდება სამუშაოს შესრულებას. ისინი გაიწაფებიან გამრავლება-გაყოფის ოპერაციების შესრულებაში და უკეთესად აითვისებენ საზომ ერთეულებს.
მათემატიკური წიგნიერების განვითარება ამ ასაკში უნდა მოხდეს ეფექტური მაგალითების განხილვით, რაც თქვენს პროექტში იქნება ნათლად გადმოცემული
ReplyDeleteიმედი მაქვს ამ პროექტში შევძლებ ნათლად წარმოვაჩინო მათემატიკური როგორ აზროვნებენ და მსჯელობენ ჩემი პატარები.
ReplyDelete